logo
ENG



"ჩელსის" ფეხბურთელებს კორონავირუსი დაუდგინდათ

27 აგვ 202010:38
3 წუთის საკითხავი
 

ახალი, 2020/2021 წლების სეზონისთვის მზადებისას, ლონდონის “ჩელსიმ” დროებით ვარჯიში შეწყვიტა, მიზეზი კი არის ის, რომ მათ 4 ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა.

დასავლეთ ლონდონურმა კლუბმა დაადასტურა, რომ მათ ვარჯიში დროებით შეწყვიტეს, რადგან “ჩელსის” ბანაკში კორონავირუსის არაერთი შემთხვევაა. ჯერჯერობით არ სახელდებიან ის ფეხბურთელები, რომლებიც Covid 19-ით არიან ინფიცირებულები.

12 სექტემბერს პრემიერლიგის ახალი სეზონი იწყება, ფრენკ ლამპარდი კი იმედს იტოვებს, რომ სეზონის განახლებამდე გუნდში სიტუაცია დალაგდება და “ჩელსი” 2020/2021 წლების სეზონს ოპტიმალურ ფორმაში შეხვდება.


close დახურვა